2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღზე ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებია დაწერილი

ჩამოტვირთვა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები.

„დეილი მეილი“ მ გაავრცელა  სურათი, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები