1 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფედერიკა მოგერინი: "იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება"

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი  იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა

„ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება.

 ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა მან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები