1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენ კოვიდ-პასპორტით ვერ დავიცავთ საკუთარ თავს და ვერც სხვას" - ევროპარლამენტარი

 ევროპარლამენტარის თქმით, პირველი, ეს არის გარანტია და უსაფრთხოება, რომელიც ამ უმწვავესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ კოვიდ-პასპორტით ვერ დავიცავთ საკუთარ თავს და ვერც სხვას. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც სხვა ქვეყანაში გამგზავრება სურს, მიდის ექიმთან და იტარებს ტესტირებას. სწრაფი ტესტის შემთხვევაში15 წუთში და ლაბორატორიული ტესტირებიდან 48 საათში ის იღებს პასუხს.

ამ პასუხის საფუძველზე გაიცემა კოვიდ - პასპორტი, მაგრამ ადამიანი შეიძლება ტესტირებიდან 1 საათში დაინფიცირდეს. რა ხდება ამ დროს? დაცული არავინაა და რა აზრი აქვს კოვიდ-პასპორტს. ადამიანი მიიღოს პასპორტს, რომლითაც მოგზაურობის საშუალება ექნება და მას შეიძლება, რამდენიმე დღეში სიმპტომების გამოვლენა დაეწყოს.

ეს ძალიან სერიოზული საკითხია და კოვიდ-პასპორტის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს სამედიცინო ცნობა თუ პასპორტი არაფერს ცვლის.

კოვიდ-პასპორტი 100 %ით ეფექტიანი ვერ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს. არაერთხელ ითქვა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ არ მოხდება პაციენტის ხელახლა დაინფიცირება. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რა პერიოდით იმოქმედებს იმუნიტეტი. ამ იდეის განხორციელება შეუძლებელი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ექიმები ვერ მოახერხებენ ყველა მოქალაქეს ტესტი ჩაუტარონ და შემდეგ გასცენ იმუნიტეტის სერთიფიკატი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, სავალდებულო გახდეს ფრენის წინ სიცხის შემოწმება და სამედიცინო ცნობის წარდგენა რისკ -ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. ვინც შეუძლოდ გრძნობს თავს, მან ფრენა უნდა გააუქმოს და არ გარისკოს მოგზაურობა. ამ პროცედურით უფრო შევძლებთ სიტუაციის კონტროლს, ვიდრე კოვიდ-პასპორტით, რომელსაც რეალურად 1-საათიანი ვადა აქვს.

ევროკავშირი ამ რეგულაციას ვერც დააწესებს და ეს უნდა მოხდეს ნაციონალურ დონეზე. უმჯობესია, შევთანხმდეთ მოგზაურობისთვის ჯანდაცვის პროტოკოლზე, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს რისკებს.

ეს ძალიან რთული იქნება და დროსთან არის დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნის საკითხი. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ჯერ ვერავინ იტყვის, თუ როდის იქნება შესაძლებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების გახსნა ან გარე საზღვრების გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

რისკები არის. ევროპაში ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იკლებს, მაგრამ ვირუსის დამარცხებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ იქნება მომავალში შესაძლებელი მოგზაურობა. კონკრეტული პასუხი ჯერ არ არის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები