0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ძალიან კარგი კაცია, უყვარს ჩინეთი და ჩინელი ხალხი“ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტზე

 ტრამპმპი ჩენეთის პრეზიდენტის ქმედებას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ასე გამოეხმაურა: „ძალიან კარგი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა.“

  ყველას კარგად ახსოვს, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩინეთს ადანაშაულებდა არასაკმარის მცდელობაში ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად. მან ამერიკას ცალმხრივი მოქმედება შესთავაზა. როგორც ვიცით, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის ტესტირებები მიმდინარეობს. პარასკევს გაეროს უშიშროების კომიტეტზეც დისკუსიის თემა ჩრდილოეთ კორეა იყო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის  რექს ტილერსონის განაცხადებით,  ჩინეთი მოითხოვდა აშშ-სგან სანქციების დაეწესებას ჩრდილოეთ კორეისათვის, თუ ის გააგრძელებდა ბირთვული იარაღის გამოცდას.

მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტი  ტრამპი ჩინეთს ადანაშაულებდა იმაში, რომ ვერ მოხერხდა ჩრდილოეთ კორეის შეჩერება.

ამის მიუხედავად, როიტერთან ვრცელი ინტერვიუს დროს, ტრამპმა განაცხადა:’’რა საკვირველია, ჩინეთის პრეზიდენტს არ სურს არეულობა და სიკვდილი. ის ძალიან კარგი კაცია და მას მე ძალიან კარგად ვიცნობ. მას უყვარს ჩინეთი და ჩინელი ხალხი. მე ვიცი, რომ უნდა რაიმე გააკეთოს, შესაძლოა ისეთი რამ, რაც არ შეუძლია.

ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზეც ისაუბრა:’’ის 27 წლისაა. მამის სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა მან გადაიბარა. ამ ასაკში ეს ადვილი არაა“.

პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერვიუს დროს  ისიც განაცხადა, რომ ახლა არის შანსი ჩრდილოეთ კორეასთან კომფლიქტის დასრულების.

 ჩრდილოეთ კორეამ ბოლომდე მიიყვანა ტესტირების პროცესი გასულ თვეებში და  მეექვსე ბირთვული ტესტირებითაც დაიმუქრა.

მისტერ ტილერსონი და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ვიზიტით იმყოფებოდნენ სამხრეთ კორეაში და განაცხადეს, რომ ყველა არჩევანი კარგად ჩანს ჩრდილოეთ კორეის ქცევაში.

უფრო ადრე მისტერ ტილერსონმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა აიძულოს კორეა, შეწყვიტოს ტესტირების პროცესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები