2 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს – აშშ-ის საელჩო კითხვებს პასუხობს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი ოფიციალური პირების 7031c წესის საფუძველზე სანქცირებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს:

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვინ არიან სანქცირებული პირები?

  • მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.

არის ეს სანქციები?

  • აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს.
  • აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში.

რა არის სანქციების შედეგები?

  • სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას?

  • ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს.

სანქცირებულ პირებს ამერიკაში შევლა აეკრძალათ მუდმივად თუ გარკვეული დროით?

  •  აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

რა არის სანქცირებულ პირთა კონკრეტული მაგალითები?

  • სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი და წინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.

როდის მოიპოვა ამერიკამ აღნიშნული ინფორმაცია?

  • ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

გაუზიარებთ თქვენს მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურას რათა ხელი შეუწყოთ დევნის განხორციელებას?

  • ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა.

რატომ განხორციელდა სანქცირება ახლა?

  • როგორც ახლახან გამართულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს სანქციების უფლებამოსილებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები