0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან” – კალაძე ევროპარლამენტარებზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ქვეყნის მტრებს უწოდებს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზესაუბრობენ.

“ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე.

რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იმისთვის მოგვაწოდეს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს”, – თქვა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები