2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულებს აუზის და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დაუფინანსებს

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.

აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში 9 ვიზიტს. განსაზღვრულია საათებიც. მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდშია შესაძლებელი.

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი.მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები