1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა პატრიარქს აღსაყდრებიდან მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი  პატრიარქს აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს ულოცავს.

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს.

ოთხი ათწლეულის წინ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რაც დღეს ყველასთვის ცხადია - რომ თქვენი აღსაყდრება გახდებოდა ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. ურთულესი, დრამატული მოვლენების ამ ეპოქაში თქვენი ბრძნული მეგზურობა და სიყვარულით აღსავსე მსახურება პიროვნული სრულქმნის, თანამოძმეთა სიყვარულისა და უანგარო მსახურების ფასეულობათა დამკვიდრებით მყარ ნიადაგს ქმნის ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და წინსვლისათვის.

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.
დღეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ,"
- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები