1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარმანიას კომენტარი საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე : ”ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა"

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, საკრებულოს წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მისცენ:

  ”ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოს.
   სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქმედებებს და საკრებულოს მისცენ საშუალება სხდომის ჩატარების”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები