2 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ დაწერა. თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ჟურნალისტი გუშინ დაიბარეს.

„ციხიდან მირეკავდა ჩემთვის გაუგებარი პიროვნება, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ ჩემი შვილის მამა არის გარდაცვლილი. ვინაიდან გავარკვიე, რომ მაშინ, 2011 წელი იყო თუ არ ვცდები, ციხიდან იყო ზარები, აღარ ვპასუხობდი ჩვეულებრივად ამ ციხის ნომრებს. 2013 წლის მერე როგორც ჩანს, გამოვიდა ციხიდან და უკვე დაიწყო ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა. არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება.

საერთოდ არ ვიცი, რატომ მოვხვდი მისი ინტერესის არეალში. ვიყავი პოლიციაში სულ პირველად, როდესაც ძალიან აქტიური ზარები წავიდა, როცა ციხის გარეთ იყო და მემუქრებოდა. სრულიად გაუგებარი მუქარები იყო ჩემთვის, რომ შვილი მაჩვენე. მივმართე პოლიციას, დავდიოდი და ვაძლევდი ჩვენებას. პოლიციელებმა მაჩვენეს მისი ჩვენება, სადაც ამტკიცებდა იგი, რომ იყო ჩემი შვილის მამა. 

აქ მაქვს ფლეშკა, რომელზეც არის გადაღებული, როგორ მოდის ეს ადამიანი ტვ პირველთან, აწვდის ჩემს თანამშრომელს ამ წერილს, რომელშიც წერია, რომ 20 მაისამდე, თუ მე მის მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებ, ის შემომიმტვრევს სახლის კარს. მოვედი პოლიციაში, უნდა დავწერო განცხადება, დავტოვო ეს წერილი და იმედი მაქვს, ამჯერად მაინც პასუხისგებაში მისცემს მას“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები