0 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

 

ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი, საზაფხულო აქცია დაიწყო: აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთები შეეხება სხვა ბანკიდან პორტირებულ იპოთეკურ სესხებს.

 

2023 წლის 1 თებერვლამდე გაცემული ვალდებულებების რეფინანსირებისას იპოთეკური ტიპის სესხებზე ნომინალური განაკვეთი 10,80%-დან განისაზღვრება, ეფექტური კი - 12,93%-დან.

 

„ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი ახალი საზაფხულო აქციის ფარგლებში, ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს სპეციალური პირობებით არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისას, რაც საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, შეამსუბუქებს ყოველთვიურ შენატანს ან მომხმარებლის სურვილისამებრ შესთავაზებს სესხის ახალ, სასურველ ხანგრძლივობას.” - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. პორტირებულ იპოთეკურ სესხებზე აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს, ან შეავსონ ლიბერთის ვებ გვერდზე ონლაინ განაცხადი და დაელოდონ ექსპერტის ზარს: http://bit.ly/44bsZWD

 

აქცია ძალაშია 31 ივლისის ჩათვლით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები