2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის - შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

ზაფხულის ცხელ დღეებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ახალი და მრავალფეროვანი შეთავაზებებით ხვდება. იაპონური ბრენდის ავტომობილების მფლობელები მაისსა და ივნისში გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე განსაკუთრებული ფასებით ისარგებლებენ. 

. 25, 26 და 27 მაისს 40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ძრავის ზეთსა და ფილტრზე.

 

29 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კი 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნაწილსა და მომსახურებაზე.

ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფით არ სრულდება. სწორედ ამიტომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 23 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით სამღებრო სათუნუქე მიმართულებით ნებისმიერ ნაწილზე, მომსახურებასა თუ აქსესუარზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. 

ავტომობილის ვიზუალური დაზიანებისა და ნაკაწრებისგან დასაცავად კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უმაღლესი ხარისხის ფირების გადაკვრასა და მინების დაბურვის სერვისზე სპეციალურ ფასსადა დამატებით 15 %-იან ქეშბექს გთავაზობთ. 

შეთავაზებებით სარგებლობისას „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აქციები ივნისშიფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ავტომობილის შეძენის დროსაც იმოქმედებს. 

მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენტოიოტასა და თიბისის ექსკლუზიური სალიზინგო პროდუქტით, ტოიოტა იზი ან ტოიოტა ფლექსით,მიიღებენ სპეციალურ ფასს შემდეგი მოდელების შეძენისას: Toyota C-HR, COROLLA, YARIS CROSS და CAMRY HYBRID. 

სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს CARMRY HYBRID-ის ლიზინგის გარეშე შეძენის შემთხვევაშიც. ტოიოტას ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის შეძენისას, მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრად 300 ლიტრ საწვავსა და პირველ გეგმურ მომსახურებას  მიიღებს. Toyota COROLLA-ს შეძენისას კი სასტუმრო „ახალი საირმის“ 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები