2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოლვო XC40 Google-ის სპეციალური სისტემით „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში

 

შვედურმა პრემიუმ ბრენდმა ვოლვო XC40-ის განახლებული ვერსია წლის დასაწყისში წარადგინა. ავტომობილი წარმოდგენილია შეცვლილი ფარებით, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინითა და Google-ის სპეციალური სისტემით, რაც, ფაქტობრივად, მის ეკრანს Smartphone-ად აქცევს. განახლებული მოდელი უკვე „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია.

ახალი „ვოლვოს“ მფლობელებს Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.

ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი - Cloud Blue, Bright Dusk, Vapour Grey, Sage Green & Fjord Blue. აღსანიშნავია ასევე, რომ გასაყიდად გამოტანილია AWD XC40-ების ბოლო ერთეულები, რადგან ამის შემდგომ გამოსული ყოველი XC40 მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდებასთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრადაა გაუმჯობესებული. შედეგად, „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში მრავალფეროვანი არჩევანია. ყველაზე მოთხოვნადი მოდელები კი ამჟამად XC40 და XC60-ია.

გიორგი შაქარაშვილი, „ვოლვოს ქარ საქართველოს“ გაყიდვების უფროსი:  ლოგისტიკური გამოწვევები პრაქტიკულად აღმოფხვრილია და დღეს ჩვენს მომხმარებელს შეგვიძლია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის ფართო სამოდელო რიგი შევთავაზოთ. რაც შეეხება განახლებულ XC40-ს, მისი ძირითადი უპირატესობებია კომპაქტურობა, მარტივად პარკირების შესაძლებლობა, მოქნილობა და, რა თქმა უნდა, სტილი. ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი მოდელია, ახალი ფორმის ფარებით. ასევე უნდა ითქვას Google-თან თანამშრომლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი უზრუნველყოფილია Google-ის სპეციალური სისტემით. ბოლო პერიოდში დიდია მოთხოვნა კიდევ ერთ მოდელზე - XC60-ზე. ეს არის ტევადი და ამასთანავე, დახვეწილი ავტომობილი, რომელიც საოჯახო მოდელად მიიჩნევა. ამავე დროს შედარებით მაღალია, მარტივად დასამორჩილებელი და დინამიკურიც სწრაფად გადაადგილებისას“.

VOLVO-ს ორივე მოდელი Mild Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების ბენზინის ძრავას მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. რაც მთავარია,  ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.

ცნობილია, რომ VOLVO მუდმივად ზრუნავს ეკოლოგიაზე, როგორც გამონაბოლქვის დონის დაბალი მაჩვენებლით, ისე ავტომობილის ინტერიერში გამოყენებული მასალით. პრემიუმ ბრენდი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოებაზე, რაც VOLVO-ს ავტომობილების თითოეულ დეტალში იგრძნობა.

ორივე მოდელის შეძენა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი - XC40-ებზე მოქმედებს 30 000-ლარიანი, ხოლო XC60-ებზე 12,000-ლარიანი ფასდაკლებები.

--

ვოლვო ქარ საქართველო: შვედურ ავტოგიგანტს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო“ წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე  2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები