1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში – „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია

ახალი წელი თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე, ჯადოსნური პერიოდია. 

31 დეკემბრის ღამიდან 14 იანვრის ჩათვლით უკლებლივ ყველა ახალი წლის მოსვლას აღნიშნავს და ქუჩებში ამაღელვებელი განწყობა იგრძნობა. 

თუმცა ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ერთი უსიამოვნება ახლავს თან — ამ პერიოდში უმრავლესობა ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებს და ფხიზელი ადამიანის პოვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილის საჭესთანაც

 კი შეიძლება გაგიჭირდეს. 

შედეგად, ქვეყანაში თავზე  ხელაღებული მოძრაობა იწყება და, ერთი შეხედვით, ყველაზე ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგრძნობლად იმატებს. 

სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყველას ახალ წელთან შეხვედრის საკუთარი ტრადიცია გვაქვს. თუმცა ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ ვმართოთ.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „საახალწლო პერიოდში აუდიტორიასთან მძიმე და პრობლემატურ თემებზე საუბარი არც ისე მარტივია. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნურობის მოლოდინი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სათქმელი საინტერესო ფორმით გადმოვეცით, რათა ჩვენი გზავნილი აუდიტორიამდე მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა და ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სადღესასწაულო აურზაურში არ დაკარგულიყო. მთელი ვიდეოს განმავლობაში სიუჟეტებს ჯადოსნური და სადღესასწაულო ელფერი დაჰკრავს. თითოეული სცენა დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვან, მათ შორის, საზოგადოებისთვის მიღებულ თუ განსხვავებულ გზებს წარმოაჩენს. ამ საზეიმო განწყობისა და ახალი წლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ფონზე კი უეცრად კონტრასტული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჟღერდება — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში. ვფიქრობთ, ეს მოულოდნელი დასასრული მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლების ფუნქციას ასრულებს“. 

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„თეგეტასთვის ზრუნვა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ეს ორი უმთავრესი ფასეულობა გავაერთიანეთ ჩვენს საახალწლო კამპანიაშიც და გადავწყვიტეთ, მძღოლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ახალწელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. ვფიქრობთ, ამით პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ და აუდიტორიას გზავნილი მკაფიოდ მივაწოდეთ. ეს კამპანია ჩვენი წინა პროექტის — საგზაო მოძრაობის კულტურის  ერთგვარი გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის“. 

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ კამპანიის მთავარი გზავნილის გასაჟღერებლად და მძღოლებთან პირისპირ სასაუბროდ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. დაგეგმილია პარტნიორობა კომპანია „ბოლტთან“, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ახალი წლის პირველ დღეებში თეგეტას სპეციალური პრომო კოდებით სარგებლობა და ტაქსის უფასოდ გამოძახება შეეძლებათ. კამპანიის მხარდამჭერი ალკოჰოლური კომპანიები კი მთავარ გზავნილს საახალწლო შეფუთვებზე დაიტანენ.

 

„თეგეტაში“  სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც კამპანიის მიზანია, ამ ჯადოსნურ პერიოდში თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა არ დაივიწყოს და გაუფრთხილდე სროგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფებს. 

გახსოვდეთ — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში. 

​​​​​

​​​​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...