2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დავიწყე

„რამდენიმე კვირის წინ მისი მიღება დავიწყე და ყოველ დღე ვსვამ ამ პრეპარატს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვას, ურჩია თუ არა ამ წამლის მიღება თეთრი სახლის ექიმმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„არა, მე მას ვკითხე, თუ რას ფიქრობს და მან მიპასუხა, რომ ჩემი ნებაა მივიღებ ამ პრეპარატს თუ არა“.

მისივე თქმით, მან ჰიდროქსიქლოროქინის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ ამ პრეპარატს პრევენციის სახით იღებენ.

„არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს წამალი, მაგრამ თუ არ მუშაობს, ავად არ გახდებით და არ მოკვდებით. ერთ კვირაზე მეტია ამ წამალს ვსვამ და როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი კორონავირუსის წინააღმდეგ არ მუშაობს და შეიძლება გულის პრობლემები გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები