2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც უკრაინის მხარეს საომრად წასვლას აპირებდა

ბელარუსის სამთავრობო არხ "ბელარუს 1" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზირაქაშვილი. მათი ცნობით, დაკავებულს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ 36 წლის კაცი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ევროკავშირში შესვლა აეკრძალა წესების დარღვევის გამო.

მედია ამბობს, რომ ზირაქაშვილმა საქართველოში ყოფნისას გადაწყვიტა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეს ბრძოლა. მათი მტკიცებით, საელჩომ ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო. მედია სიუჟეტში ზირაქაშვილს პირდაპირ, სახის დაფარვის გარეშე აჩვენებს.

ტელევიზია ასევე ირწმუნება, რომ მან მიმართა მინსკში უკრაინის საელჩოს, რათა "უკრაინაში გადასულიყო".

ბელარუსის ტელეარხი სიუჟეტში ქვეყანაში უკრაინის საელჩოს ომში წასასვლელად ხალხის რეკრუტირებაში ადანაშაულებს.

"რადიო თავისუფლების" ბელარუსის ბიუროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე სპეციალურმა სამსახურებმა ბელარუსში დააკავეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები