2 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაურეკა ძმამ და მივიდა…ცეცხლის გახსნა ლეგიტიმური და სამართლიანია – ზვიადაურის ადვოკატი

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ორივე ბრალდებული თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალის წარდგენის შემდეგ, საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა. 

ოლიმპიური ჩემპიონი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ორი დღე დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა მან დუმილი დაარღვია და თქვა, რომ მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ეს იყო აუცილებელი მოგერიება. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მისული იყო იმის გამო, რომ ძმა გამოეყვანა. 

“კონფლიქტში მონაწილეობა ზურაბ ზვიადაურს არ მიუღია, შემდეგ დაურეკა მისმა ძმამ და მივიდა, რო წამოეყვანა. მოკლული არის ზვიადაურის ძმა, რომელსაც 6-7 შემავალი ჭრილობა აქვს და მისი მეგობარი, რომელსაც 10-მდე შემავალი ტყვია აქვს.  16- 17 შემავალი ჭრილობა აქვს მარტო 2 ადამიანს და კიდევ რამდენი გასროლა მოხდა იქ. ზურაბ ზვიადაურის მხრიდან მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის გახსნა სრულიად ლეგიტიმური და სამართლიანია და მას სროლა არ დაუწყვია”,- ამბობს ტარიელ მურმანაშვილი, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები