2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოსკოლის წარმომადგენელმა ყალბი მოწმობები გასცა – შემთხვევა სამეგრელოში

 

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო "D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

ბრალდებული დაკავებულია კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების გამო. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 – ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები