2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება, მეორე შესაძლებლობა ხელიდან აღარ უნდა გავუშვათ“

სახლში დარჩენის თხოვნითა და მოსახლეობის ჩაკეტვით ჩვენ ვყიდულობთ დროს და ვამცირებთ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე, თუმცა თავისით ეს ზომები ეპიდემიას ვერ აღმოფხვრის. შესაძლებლობის მეორე ფანჯარა გაჩნდა, ახლა მთავარი კითხვაა როგორ გამოვიყენებთ მას?,-  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს, ეს დრო ვირუსის დასამარცხებლად უნდა გამოიყენონ, ასევე მნიშვნელოვანია, სისტემების შემუშავება ყველა საეჭვო შემთხვევის გამოსავლენად და ტესტირების ხელმისაწვდომობა.

„ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ამ დროისთვის უკვე 16 ათასამდე დაღუპული გვყავს. უკვე ორი თვეა ვაცხადებთ, რომ ეს ვირუსი ხალხის ნომერ პირველი მტერია. ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება და მოქმედების დრო ერთი თვის ან ორი თვის წინ იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუშვით პირველი შესაძლებლობა, თუმცა დღეს გაფრთხილებთ, რომ აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან მეორე შესაძლებლობა“,- განაცხადა  ტედროს ღებრეიესუსმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები