2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იური ლუცენკო: არსებობს გარემოებები, რომლებიც სააკაშვილის ექსტრადიციას ხელს უშლის

  უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკო იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს ეხება:
  „საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. 
  
  ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი. მეორე - არსებობს თუ არა გარემოებები, რომლებიც სააკაშვილის ექსტრადიციას უშლის ხელს. წინასწარი შეფასებით, მე ვთვლი, რომ ასეთი გარემოებები არსებობს. უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ სააკაშვილმა საბუთები შეიტანა შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში, რაც, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, მის ექსტრადიციას აფერხებს“, - განაცხადა ლუცენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები