1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მდგომარეობა რთულია, კომაშია" - 20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი თავის არეში მოხვდა, ოპერაცია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩაუტარდა.
 ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის კომაში იმყოფება:

“პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია წუხელ გაუკეთდა, დაზიანება, ძირითადად, თავის არეში, კეფაში ჰქონდა, რადგან მძიმე საგანი სწორედ აქ მოხვდა.

 

იყო რთული ოპერაცია და რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ამის შემდეგ გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, ამჟამად რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, კომაში იმყოფება, ექიმები მდგომარეობას აფასებენ როგორც რთულს”, – განუცხადეს “ფორტუნას” კლინიკის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, 20 წლის ბიჭი გუშინ დაშავდა.

შემთხვევა კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსთან მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები