0 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი რეზო ამაშულეს სანთლების ჩაქრობაში დაეხმარა

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა რევაზ ამაშუკელს 85 წლის იუბილე მიულოცა.

მინისტრი პოეტს შინ ეწვია და კულტურის სამინისტროს სახელით ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა. რევაზ ამაშუკელი არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი ("ლექსები", "ზედაზნის მთვარე", "შენდამი", "მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს", "ტირისკონი", "აკმე"). სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურნაია გრუზია", ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. ამავდროულად, პოეტი ყოველთვის დაკავებულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი, ღირსების ორდენი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები