1 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" ურა პატრიოტებო, ისევ სოროში შეძვრებით, საქართველოს მიწა კი კვლავ ანწუხელიძეების სისხლით გადაწითლდება..."

  ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ცხინვალში ბოლო დროს მიმდინარე ამბებს ეხმაურება :
  "აი არ მინდოდა ჩემთვის სათუთი თემის ხელის ხლება,მტკივა ყველაფერი რაც ცხინვალს და სოხუმს უკავშირდება,2001-2003 წლებში მინისტრის მოადგილე ვიყავი კონფლიქტებში და პირადად მე გადმომყავდა ქართველი პატიმრები ცხინვალიდან საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად...
...მერე დიდხანს "ვეღრიჭებოდი" აბროსიევიჩს,
რომ ოსი პატიმრები მომეძებნა და გადამეყვანა ცხინვალში,ასე საკუთარი მანქანით (უარი ვთქვი სახ.მანქანაზე,მძღოლზე და დაცვაზე)
 ორი ქართველი პატიმრის სანაცვლოდ,ხონის ციხეში მივაკვლიე ჩერმენ ბუკულოვს(ცხინვალის პოლ.უფროსი)და გადავიყვანე ცხინვალში,
რომ კოკოითისგან ის ორი ქართველი დასამადლებელი არ ყოფილიყო!
დიახ ომში ვართ! დიახ ყველაფერს უნდა სიფრთხილე,სწორი გათვლა და სამშობლოს სიყვარული!ამის მერე Mamuka Areshidze-სთან ერთად შევძელით 14 ოსი ჟურნალისტის ჩამოყვანა და ჩვენს ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრა!
ემოცია უძლიერესი-(ტირილი,ჩხუბი,შერიგება,სუფრა,სიცილი,გაცილება) რეზულტატი
საუკეთესო! 2 წელი სიტყვა ცუდი არ დაწერილა არც საქართველოზე და არც ქართველებზე! დღეს რა ხდება?ის სამარცხვინო აქცია ცხინვალში არ ეკადრებოდათ ოსებს,მაგრამ ვინ ეტყვით ამას? ფეისბუქით უხსნით, ეომებით და ორთქლს უშვებთ???
სადაა კონტაქტები,საინიციატოვო ჯგუფები, შერეული ოჯახები,და ბოლოს  სახელმწიფო ნება,დავიწყოთ შეხვედრები პირისპირ!!!!ამას ითხოვს ევროკავშირი და გაერო!
ამიტომ თავად პირველებმა და პირადად მოულოცეს თიბილოვს გაპრეზიდენტება!!!!!!ჩვენ რატომ ვთამაშობთ კუკუ-დამალობანას,"ვადუღებთ"კლავიატურას და ისევ ჩვენი ახალგაზრდების იმედი გვაქვს,რომლებიც აქციას მაინც მოაწყობენ,მაგრამ 
რ ი ს თ ვ ი ს?თუ შედეგზე არ ვიქნებით ორიენტირებული მუდამ წამგებიანი პოზიცია გვექნება!!!!სასწრაფოდ მისაღებია ზომები! ქმედითი და არა ზერელე
დიპლომატიური და არა ვიგინდარული სამშობლოსთვის და არა მის წინააღმდეგ! ომი ჩვენთვის გენოციდია-მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს! P.S.რუსეთი ყოველთვის ეცდება ბუფერული ზონების გაძლიერებას! ამის გაგებას დიდი ტვინი უნდა???
სამხედრო ბაზები,ბაზები,ბაზები აი ამაზე უნდა ვესაუბროთ მსოფლიოს და არა უაზროდ ვიხოკოთ სახე! გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა,მათ შორის რუსეთის და მთავარ თემად დავსახოთ პირდაპირი ურთიერთობა ოსებთან და აფხაზებთან!
სხვა შემთხვევაში,ზუსტად ამ ბუფერის გასამაგრებლად რუსეთი,ხოლო გასანადგურებლად აშშ ჩვენს ტეროტორიაზე გაასწორებენ ანგრიშს და მერე ფეისბუქის ლომებო,ასოციალურო ელემენტებო და ურა პატრიოტებო-თქვენ რა?
ისევ სოროში შეძვრებით, საქართველოს მიწა კი კვლავ ანწუხელიძეების სისხლით გადაწითლდება..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები