0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მიუხედავად მაკიაჟსა, რამხელა კტკივილია მის სახეზე“ - კომენტარები მაია ასათიანის „პროფილში“ გამოჩენის შემდეგ

თოქ შოუ პროფილი თავის უცვლელ წამყვანთან, მაია ასათიანთან ერთად ეთერს უბრუნდბა. გადაცემა რუსთავი2-ის ეთერში ხუთშაბათს, 4 მაისიდან განახლდება და ტრადიციულ დროს, 22:00 საათზე გავა ეთერში.

აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოება სიხარულით შეხვდა. აი რა კომენტარებს წერენ მაყურებლები „პროფილის“ ფეისბუქ გვერდზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

"რა მაგარია! ასე ამიხდეს ყველა სიზმარი! რამოდენიმე დღის წინ მაია ასათიანი ვნახე სიზმარში, სევდიანი სახე ჰქონდა, თუმცა ბედნიერი იყო იმით, რომ მისი გადაცემა, პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა ეთერში“

 "უძლიერესი ადამიანია მისაბაძი, ამ ქალში ამხელა ძალაა და ამხელა თავშეკავება ყოფილა, ღმერთი არ დაგტოვებს მაიკო შეენ უძლიერესი ადამიანი ხარ და ცხოვრებაში ყველაფერს შეძლებ. “

" მიხარია მაია,მაგრამ მე ის უფრო მიხარია ხალხი გაგებით რომ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას და გული არ გატკინეს თავიანთი კომენტარებით.მე თვითონ შვილმკვდარი დედა ვარ სრულფასოვნად გავიგე მაიკო შენი გადაწყვეტილება,მე ვიცი შენს გულში რა ცეცხლი ტრიალებს მაგრამ ყველაფერი ისე გააგრძელე შენს ცხოვრებაში როგორადაც ნუცას გაუხარდებოდა. ნათელი და სანთელი ნუცას ლამაზ სულს.,შენ მაია გამძლეობა მოქცეს უფალმა.გმირობის ტოლფასი საქციელია.“

 "ძალიან ძლიერი მოტივაცია ყველა ქალისთვის. მაიკო ნუცას სახელიც მჯერა რომ უამრავ სიკეთეს გააკეთებ!“

 "ძალიან მაინტერესებს რა თემაზე იქნება გადაცემა... ამხელა ტკივილის შემდეგ.... ღმერთმა გამძლეობა მოგცეს და სულიერი სიმშვიდე მაია.. პროფილს იშვიათად ვადევნებდი თვალს თუმცა ამჯერად აუცილებლად უნდა ვუყურო.“

 "მიუხედავად მაკიაჟსა ,რამხელა კტკივილია მის სახეზე.“

"უკვე ვიცი რომ ძალიან ბევრს ვიტირებ..წარმატებები მაიას,ნამდვილად ძლიერი ქალია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები