2 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული - გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი

ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული - გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, გავრცელებულია ე.წ. ომიკრონი, რომელსაც კლინიკური მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს და ის ძირითადად გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას იწვევს.

"მიმდინარე წლის სეზონი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან გახანგრძლივდა გრიპის ვირუსის იდენტიფიცირების ვადა. როგორც წესი, ქვეყანაში გრიპის ვირუსი ფიქსირდება ოქტომბერ-ნოემბრიდან აპრილის პერიოდში, გავრცელების პიკს კი აღწევს დეკემბერ-იანვარში. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო, ვინაიდან გრიპის სეზონი გახანგრძლივდა არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. ზაფხულში, მაისი-ივნისის თვეშიც კი ფიქსირდებოდა როგორც „ა“ ისე „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. ბოლო მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 28-ე კალენდარულ კვირას დაფიქსირდა გრიპის ვირუსის ბოლო ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

მეორე თავისებურებას წარმოადგენს კორონავირუსის შედარებით მაღალი წილი. იცით, რომ კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მას სეზონური პიკი უნდა ჰქონდეს, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია. მოლოდინიც იყო, რომ კორონავირუსი ზამთრის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა, ამ კორონავირუსს არ ახასიათებს დამორჩილება სტანდარტული მიმდინარეობის თვალსაზრისით. ახლა, მიმდინარე წლის 31-ე კალენდარულ კვირას, ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული. ეს რა თქმა უნდა, გამორჩეულია, არც გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი. 2024 წელს ასეთი განსხვავება გვაქვს. საბედნიეროდ, კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს იგივეა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, ეს არის ე.წ. ომიკრონი, რომელსაც მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს. ძირითადად იწვევს გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას, არ არის ჰოსპიტალიზაციის განმაპირობებელი, ნაკლებად იწვევს ფილტვის დაზიანებას. კორონავირუსების სიჭარბე არ ნიშნავს, რომ კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა იმ პაციენტებში, ვინც ინფიცირებულია, ასევე არ იწვევს კლინიკაში მოთავსების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორს. კორონავირუსის სიჭარბე და გრიპის ვირუსის გახანგრძლივება გამორჩეულია მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ჩხაიძემ და განმარტა, რომ ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ - რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები