,,2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდ...
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოვიდა. ივანიშვილის თქმით,სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი ...
|
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.
დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით აქ, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე მიიღებენ ზოგად განათლებას.
უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის უდიდესი მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია. 2011 წელს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა და დღეს დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რომ 11 წლის შემდეგ პირველად, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში კვლავ აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, ზუსტად 2 კვირაში თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დააბრუნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე წარიმართება სასწავლო პროცესი. მოხარული ვარ, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ კვალიფიციური პედაგოგები, რომელთა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
ჩვენ უკრაინელ ხალხს მუდმივად ვუცხადებთ მხარდაჭერას, რაც კონკრეტული ნაბიჯებით გამოიხატება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ძვირფასო მოსწავლეებო და პედაგოგებო, მჯერა, ამ თბილ და მზრუნველ გარემოში ახალ მეგობრებს შეიძენთ და ერთად ასახელებთ უკრაინასა და საქართველოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ!“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. კასიანოვის თქმით, ქართულმა მხარემ უმოკლეს დროში უზრუნველყო უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა, რაც უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
სკოლა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორზე ჩარიცხულ მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში შესთავაზებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას.
უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოვიდა. ივანიშვილის თქმით,სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი ...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
კომენტარები