0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაგთიკომი ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნის შემდეგ მიიღო.


„ მაგთიკომმა გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება“- აღნიშნულია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ანდრია ზოდელავას შემდეგი წერილით მიმართა.


„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მოსმახურების ტარიფების გაზრდასთან გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლას. შესაბამისად , გთხოვთ საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე) შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“- აღნიშნული იყო წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები