0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

9 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ტრანშის ათვისების თაობაზე განაცხადა.  ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ის შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულობით 242 მლნ ლარი, საიდანაც მეორე ტრანშმა 135 მლნ ლარი შეადგინა. პირველი ტრანშის მსგავსად, დაფინანსების მეორე ნაწილიც მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესების დაკრედიტებას და მათ შესაბამისობას DCFTA-ს მოთხოვნებთან, რასაც საგრანტო დაფინანსებით, ასევე, მხარს უჭერს შვედეთი და ევროკავშირი  EU4Business ინიციატივის ფარგლებში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები