0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალაქ რუსთავის სოციალური სამსახური (მერია) მზადაა ითანამშრომლოს „ფონდ ნატახტართან“

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრნენ ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიებაზე, ფონდში თანხების მოზიდვის გარდა საუბარი იყო სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების დახმარების პროგრამაზე. იგი შეიმუშავა კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის. პროგრამა გაიწერა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ეხება, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს.

რადგან „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

შეხვედრას ესწრებობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი ნინო ქვირია. იგი დაინტერესდა საკითხით და თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. შესაბამისად, 15 ნოემბერს დაინიშნა შეხვედრა ქალაქ რუსთავის მერთან. შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები