0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკი Caspian Energy Georgia-ს ახალი პროექტის პარტნიორია

Caspian Energy-მ და Caspian European Club-მა საქართველოში ერთობლივი წარმომადგენლობა - Caspian Energy Georgia - გახსნეს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ბიზნეს ფორუმებს, დირექტორთა შეკრებებს, ტრენინგებს, სემინარებს, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს და სხვა ბიზნეს აქტივობებს. 

Caspian Energy საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც ვრცელდება  აშშ-ში, ევრაზიის კონტინენტის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ აზიის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 50-ზე მეტ ქვეყანაში. Caspian European Club წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და დინამიურად მზარდ რეგიონალურ ორგანიზაციას. ის აერთიანებს 50 ქვეყნის 5,000-ზე მეტ წევრ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ კასპიის, შავი ზღვის და ბალტიის რეგიონებში. 

პაშა ბანკი, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს, Caspian Energy Georgia-ს ახალი პროექტის პარტნიორია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები. წელს “CEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში დაგეგმილია სამი  შეხვედრის ჩატარება. შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იქნება და მონაწილეებს მიეცემათ საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, სიახლეები და გეგმები. 

პაშა ბანკს Caspian Energy-ისთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს, რომელიც პირველად 2014 წელს თბილისში გამართული Caspian Energy Forum-ის სპონსორობით დაიწყო. ფორუმი ეძღვნებოდა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების  ქვეყნების ინტეგრაციის საკითხებს ენერგეტიკის გლობალურ ბაზართან. ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ჰიდრო და გეოთერმული ენერგიის განვითარების პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების როგორც მთავრობის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. 

„Caspian Energy-ის საქმიანობას და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს უაღრესად დადებითად ვაფასებთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ Caspian Energy Georgia ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.“ განაცხადა შაინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა. მან ასევე ხაზი გაუსვა “СEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობას ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებაში და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაში. 

„პაშა ბანკი “СEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში 2017 წელს ჩასატარებელი ღონისძიებების ოფიციალური სპონსორია. Caspian Energy Georgia-ს საქმიანობის მხარდაჭერით ბანკმა კიდევ უფრო გააღრმავა Caspian Energy Club-თან უკვე არსებული თანამშრომლობა.” განაცხადა  Caspian European Club და Caspian American Club გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა.  მანვე აღნიშნა, რომ ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი. 

“CEO Lunch Tbilisi”-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა 29 სექტემბერს Courtyard Marriott-ში გაიმართება. მორიგი შეხვედრები დაგეგმილია 27 ოქტომბერს და 24 ნოემბერს. 

დასწრების მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.caspianenergy.org/index.php/ceo-lunch

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...