0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Feast of Bacchus - კომპანია GWS - მა ანტიკური ტრადიცია გააცოცხლა

ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმი - Feast of Bacchus გამართა. GWS, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ აღადგინა ანტიკური ტრადიცია ბახუსის ზეიმი და თანამედროვე სახით წარმოგვიდგინა: „იდეალური გარემო, სასიამოვნო მუსიკა და საუკეთესო ღვინო“.

ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა - გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენდა - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ მას 21-ე საუკუნეში.

ცნობილია, რომ ბახუსი (Bákhos) იგივე დიონისე რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობას და შესაბამისად, დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითაც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კომპანია GWS-ის  უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის  წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ღვინის მასტერი, ჩინეთში ქართული ღვინის წარმომადგენელი დებრა მაიბურგი, მისი თანმხლები  მედიის 14 წარმომადგენელი და იმპორტიორი ჰონგ კონგიდან. ბახუსის ზეიმს ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები,  თელავის მერი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.

სტუმრებს უმაპინძლა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ: „დღეს ბახუსის ზეიმია, რომელსაც პირველად ჩვენს რეალობაში საქართველოში სწორედ GWS აღნიშნავს. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია. უკვე მეორე წელია ტრადიციად გვაქვს  შემოდგომით დღესასწაულების აღნიშვნა რთველის დაწყებამდე. ამიერიდან, დღესასწაულს ყოველ წელს სხვადასხვა სახელი ერქმევა, შარშან 40 წლისთავი ვიზეიმით, ამჯერად, მას  „ბახუსის ზეიმი“ დავარქვით. GWS საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების   მწარმოებელი ერთ-ერთი პოპულარული კომპანიაა. ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ რთველის დაწყებას და ვაწყობთ ღვინის ფესტივალებს“.

„ჩვენ ვზეიმობთ ბახუსის დღესასწაულს. დღეს მთელს მსოფლიოში საუბრობენ ქართულ ღვინოსა და მის საუკუნოვან ისტორიაზე.  მართლაც, საქართველოში ღვინის წარმოების 8 000 წლიანი ტრადიცია არსებობს. სწორედ ამ დღეებში ქალაქ ბორდოში გამართულ გამოფენაზე, საქართველო მასპინძელია, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი პირველი ქვეყანა. სწორედ, ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი გაგვეცოცხლებინა ტრადიცია ბახუსისა, იგივე  დიონისესი, რომელიც საქართველოში ნამდვილად არსებობდა, რასაც ადასტურებს ბახუსისა იგივე დიონისეს მოზაიკა, ქანდაკებები, ნიღაბები, რომლებიც აღმოჩენილია არქეოროგიული გათხრებისას, რაც დადასტურებულია ასევე კვლევებით და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III საუკუნეებით,“  - ბახუსისა იგივე დიონისეს არსებობაზე ქართულ რეალობაში გევსაუბრა GWS-ის  ელჩი ქეთი კენკიშვილი.

კომპანიამ Feast of Bacchus  თეატრალიზებული სახით წარმოგვიდგინა და მოსულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. წარმოდგენა პანტომიმის თეატრმა გამართა - კომპანიის ფერებში გამოწყობილი მსახიობები იდეალურ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებმაც ადგილზე ბახუსის თემაზე ჩანახატები შექმნეს, რომელთა დაჯილდოვება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება. ეზოს შესასვლელში განთავსდა ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმისამაგრები უსახსოვრეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, რომელიც DJ-ის ორიგინალური კომპოზიციებით დაასრულდა.

ღონისძიებაზე GWS სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგინა ახალი პრემიუმ ბრენდი - თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი. GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით,  “GWS”-ის მფლობელობაში  400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...