0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში  „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

რეგისტრაცია  2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი კომპანია „წლის სტარტაპერისა“ (231 კომპანია) და „წლის მცირე ბიზნესის“  (229 კომპანია) კატეგორიაში დარეგისტრირდა.

დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა :

 

·         წლის ბიზნესი -  153 კომპანია

·         წლის მცირე ბიზნესი -  229 კომპანია

·         წლის ტურისტული ბიზნესი -  95 კომპანია

·         წლის აგრო ბიზნესი -  42 კომპანია

·         წლის ქართული პროდუქტი -  133 კომპანია

·         წლის სტარტაპერი -  231 კომპანია

·         წლის ინოვაციური ბიზნესი -  140 კომპანია

 

აღსანიშნავია, რომ  წლევანდელი „ბიზნესდაჯილდოების“ მიმართ განსაკუთრებულად დიდია ინტერესი  იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. 

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ბიზნესის შექმნასა და უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას - სწორედ ეს გახდა  ”ბიზნესდაჯილდოების“  პროექტის შექმნის საფუძველი.  მოხარული ვართ, რომ პროექტი ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. წელს მონაწილე კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ფაქტია, რომ დაჯილდოების მიმართ ინტერესი იზრდება და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გააქტიურდნენ კომპანიები რეგიონებიდან. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპების წარმატებაში“, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“  პრეზენტაცია ივნისში გაიმართა. წელსაც პროექტის მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს,  საკუთარი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესების კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებსაც  მონაწილეკომპანიები  CSR-ის ფარგლებში  ახორციელებენ, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ დასკვნითი ღონისძიება ნოემბერში გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს 6 ნომინაციაში. მე-7  ნომინაციის -  „წლის სტარტაპერის“ გამარჯვებული კი საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით, სოციალური ქსელისა და სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.businessaward.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...