0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

25 ივლისს ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას. FMO-ს ფინანსირებით 12,5 მლნ დოლარი გამოიყო საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ტერაბანკის გენერალურმადირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით იწყება ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან ტერაბანკისთვის კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, ტერაბანკი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.

ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, ტერაბანკის ბიზნესკლიენტებიდა პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაცსაქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

ნიდერლანდების განვითარების ფინანსურიკომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა  წარმომადგენლები. FMOაქვს სამმაგი Aრეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევეStandard & Poor’s-საგან.

სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე  ცოდნისა და კავშირების გაზიარებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები