0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული ლუდის კომპანიის მორიგი საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

სიახლე  ქართული ლუდის   წარმოებაში   -  "ლუდის  ხარშვის  რენესანსი’’  -   სწორედ  ასე  აფასებს  ამერიკელ და  ევროპელ  ლუდის მხარშველთა  ასოციაცია ლუდის  ხარშვის  იმ  მეთოდს, რომელსაც  „ზედაზენი“ ახლა უკვე   საქართველოში ჩაუყრის  საფუძველს.

“ეს  არის შემთხვევა, როდესაც ლუდის  ხარშვის  ხელოვნება,  ბევრად უფრო მნიშვნელოვანია  ვიდრე შემოსავალი“ -  აცხადებს  ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ წარმოების ხელმძღვანელი დავით ნაზღაიძე.  მისივე თქმით  ზედაზენი კრაფტი” არის  განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული ლუდი. ლუდი, რომლისთვისაც სპეციალურად შეირჩა რამოდენიმე სახეობის სვია და ალაო და რომლის შექმნისთვისაც გამოვიყენეთ ხარშვის განსხვავებული მეთოდი.

„მთავარია  გქონდეს იდეა, მნიშვნელოვანია  შექმნა ინდივიდუალური რეცეპტი და საგულდაგულოდ  შეარჩიო ინგრედიენტები.   კარგი ლუდი ყოველთვის უნდა იყოს  ცოტა და  იქმნებოდეს მხოლოდ მათთვის  ვისაც უყვარს  განსაკუთრებული და  განსხვავებული  გემო“ - ასე  განმარტავენ  კომპანიაში  ახალი ლუდის  „ზედაზენი - კრაფტი“ -ს შექმნის  იდეას. 

„დიდხანს ვმუშაობდით ბოთლის დიზაინზე. ვფიქრობ, რომ საოცარი შედეგია. დიზაინში ჩვენ შევიტანეთ ახალი, ტრენდული ელემენტები ისე, რომ კარგად გამოგვეხატა ბრენდის არსი. ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგი მივიღეთ და ის მომხმარებლისთვის მართლაც გამორჩეული იქნება,“ – განაცხადა ”PET Enginnering”-ის უფროსმა  დიზაინერმა, ედუარდო ოტერო როდრიგესმა.

„ზედაზენი კრაფტი“   გაყიდვაში  დღეიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33ლ, 0,5ლ  1,0ლ,   2.0ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ   „ზედაზენი“    ბაზარზე  2012 წლიდანა და ის დღემდე   სასმელების ბაზრის ლიდერია. ეს პოზიცია კომპანიამ საკუთარი პროდუქციისა და პოზიციონირების უწყვეტი განვითარებით დაიმსახურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები