0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,BPN -ი, შვეიცარიული ფონდი ქართველი მეწარმეების სამსახურში“

მცირე და საშუალო მეწარმეობა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, მთავარ მიზეზად კი მაინც ფინანსურ  რესურსებზე დაბალი წვდომა და მეწარმეთა პროფესიული განათლების პრობლემები სახელდება.

ნებისმიერი საწარმოს თუ ბიზნესის განვითარება და წარმატება ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ეყრდნობა ორ ძირითად ფაქტორს. 1. პროფესიულ ცოდნას 2. საწარმოო ეკონომიკის საფუძვლების ცოდნას.

თუ მეწარმეს სურს, წარმატებით მართოს საკუთარი ბიზნესი, იგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ორივე მიმართულებით.

ცოდნის ამაღლების საუკეთესო საშუალებას ქართველ მეწარმეებს  2016 წელს თბილისში დაფუძნებული ბიზნესის ხელშეწყობის შვეიცარიული ფონდი BPN Georgia (Business Professionals Network) სთავაზობს.

            ფონდი დაარსდა შვეიცარიაში წარმატებული მეწარმეების მიერ, რომელთაც სურდათ საკუთარი გამოცდილების და წარმატების ფორმულის გაზიარება სხვა მეწარმეებისთვის. ფონდმა მოიცვა ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტების რამდენიმე ქვეყანა და უკვე 18 წელია წარმატებულ საქმიანობას ეწევა ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. შვეიცარიელი ბიზნეს ექსპერტები სტუმრობენ პერიოდულად პროექტის ქვეყნებს და ტრენინგების, სემინარების და ინდივიდუალური ქოუჩინგის მეშვეობით მხარში უდგანან მეწარმეებს, განავითარონ მათი ბიზნესი.

            ფონდის მოღვაწეობის მანძილზე  უკვე დაახლოებით 1000 საწარმო მოხვდა  BPN -ის პროგრამაში, რამაც მთლიანობაში 18 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი.

საქართველოში ფონდი ერთი წელია არსებობს და ჩვენს სემინარებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მეწარმეებისათვის სათანადო განათლების მიწოდების აუცილებლობას და მათი მხრიდან  ევროპული გამოცდილების გაზიარების სურვილს.

ივლისის თვეში ( 17-20 ივლისი) დაგეგმილია მორიგი სემინარი აქტუალურ თემაზე "ფინანსური მენეჯმენტი“, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.  

გარდა სემინარებისა, მეწარმეებს საშუალება აქვთ სრულიად უსასყიდლოდ  დაესწრონ ჩვენს ვორქშოფებს "ბიზნეს გეგმის შედგენა“ და "ბუღალტერია“ და გაეცნონ BPN-ის მუშაობის სპეციფიკას.

საქართველოში უამრავი ორგანიზაციაა დაკავებული ბიზნესის ხელშეწყობით, მაგრამ BPN Georgia -ს უდავოდ გააჩნია უპირატესობები:

·         ჩვენი მეწარმეების სამსახურში დგანან შვეიცარიელი ექსპერტები ევროპული გამოცდილებით და მაგალითებით წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნიდან.

·         ექსპერტები სტუმრობენ საწარმოებს, რათა ადგილზე უკეთ გაეცნონ მდგომარეობას. შესაბამისად კონსულტაციებიც სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გაიცემა.

·         BPN-ის პროგრამაში ჩართულ ბიზნესმენებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაესაუბრონ შვეიცარიელ ექსპერტებს, მიიღონ მათგან რჩევები პრობლემური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად.

·         ფონდის ფარგლებში იქმნება მეწარმეთა კავშირი, რომელიც გააერთიანებს ქართველ მეწარმეებს ურთიერთთანამშრომლობის, ერთმანეთის პროდუქტების რეალიზაციის, საერთო ინტერესების გატარების და აზრთა გაცვლის მიზნით.

ჩვენი სემინარების უპირატესობები:

·         Bpn Georgia-ს სემინარები ყველასთვის ხელმისაწვდომია. მათზე დასწრება შემდგარი მეწარმეების გვერდით შეუძლიათ სრულიად ახალბედა ბიზნესმენებსაც და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს.

·         სემინარი არის ინტერაქტიული. არის კონკრეტული საკითხების ინდივიდუალურად ახსნის შესაძლებლობაც.

·         სემინარები ეყრდნობა პრაქტიკულ გამოცდილებას, გაჯერებულია  მაგალითებით და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიული მასალის გადმოცემას მომხსენებლის მხრიდან. 

ფონდი ჯერჯერობით  გაცნობიერებულად ერიდება ფინანსური დახმარების გაწევას, რადგან გვეჯერა და მსოფლიო გამოცდილებაც ამასვე აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევაში მეწარმეს ხშირ შემთხვევაში კრედიტი კი არა, პროფესიული ცოდნა ეხმარება. სწორედ ამას სთავაზობს ქართველ მეწარმეებს ფონდი BPN Georgia, რომლის დევიზიც შემდეგში მდგომარეობს:

„მიეცი ადამიანს თევზი და ამით მას დააპურებ ერთი დღით. ასწავლე ადამიანს თევზაობა და ამით მას დააპურებ მთელი ცხოვრება“. 

BPN Georgia - ს სემინარებზე ბიზნესმენები აცნობიერებენ, რომ საქმის წარმატებულად მართვა გულისხმობს: სწორ დაგეგმვას, ორგანიზაციას, კადრების სწორად შერჩევას, სწორ ფინანსურ მართვას და აღრიცხვას. ამრიგად, სამეწარმეო საქმიანობა (ბიზნესი) აერთიანებს მეწარმის, მესაკუთრის, ნოვატორის, მენეჯერის და სხვა ფუნქციებს. მხოლოდ მათი ერთობლიობა იძლევა წარმატების გარანტიას. ამიტომ ჩვენი ფონდი ინვესტიციას დებს მეწარმეთა ცოდნის და უნარების გაღრმავებაში, რადგან სრულიად უსარგებლოა ფინანსები თუ მათ მიზანმიმართულად არ განვკარგავთ.

შვეიცარია მაგალითია ეკონომიკური სიძლიერის, ძლიერი წარმოების და მყარი ბიზნეს გარემოსი. ეს შედეგი თავისთავად არ დამდგარა. ის მოიტანა შვეიცარიელი ხალხის სწორმა დამოკიდებულებამ, დაიწყონ საქმე მხოლოდ საქმისათვის აუცილებელი ცოდნის და უნარების შეძენის შემდეგ. ამიტომ გამოვიყენოთ შანსი, ვისწავლოთ BPN-ის ექსპერტებისგან  და გავხდეთ წარმატებული BPN Georgia-თან ერთად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები