0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი დაზღვევა ოუფენ ეარის ყველა მსმენელს დააზღვევს

თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია.  შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება.

 

კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება.

 

დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებებისშეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი... ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს.

 

„Tbilisi Open Air” წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით „ლისი ვანდერლენდის“ ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა“, „ლენინგრადი“, „არქაივი“, სევდალიზა და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები