0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

9 ივნისს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენცია გამართა თემით „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“.

 

MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იყო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა და განვითარება დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა აქტუალური საკითხები.

 

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრეს შემდეგმა სპიკერებმა:

 

ქეთევან გოგინაშვილი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

დავით ვახტანგიშვილი - სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით

ანა ქურხული - ვივო მედიქალ ჯგუფის ფინანსური დირექტორი

ბესიკ ფესტვენიძე - ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი

ნოდარ ჩიქოვანი - სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის რეგიონის კოორდინატორი

გოგა ჯაფარიძე - პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

 

ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

 

“9 ივნისს პაშა ბანკმა MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილეს ჯანდაცვის სექტორი საქართველოში. შეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ ინფორმატიული იყო და ჩართულობით გამოირჩეოდა. მოხარული ვართ, რომ სტუმრებისგან, ისევე, როგორც გამომსვლელებისგან,  დადებითი შეფასებები მივიღეთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს კიდევ ერთ კონფერენციას ვგეგმავთ. ვთვლით, რომ ეს შეხვედრები ქმნის კომფორტულ სივრცეს, სადაც კონკრეტული სექტორების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ღია დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება.“– განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

 

MEETING ROOM-ის შესახებ:

 

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.

 

MEETING ROOM-ის ორი შეხვედრა გაიმართა გასული წლის ივნისში და დეკემბერში თემებით - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ და „განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...