0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლის კონცერტები გაიმართება

ჩამოტვირთვა

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia განხორციელდება, რომელშიც ცნობილი ჰოლანდილი და ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები არიან ჩართული. 

Netherlands Wind Ensemble (ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი) ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით. 

NBE თანამშრომლობს არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან მთელი მსოფლიოდან, რათა მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს მსმენელს. მათი საერთაშორისო პროექტი Made in… ამჯერად საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი ადილეი NBE-სთან სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებენ ქართველ მსმენელს.  

კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება:  
· 25 მაისს, 18:00 საათზე - კონსერვატორიის დიდი დარბაზი (ბილეთები იყიდება);  
· 26 მაისს, 21:15 საათზე - ვაკის პარკი, კლუბი 33 ა (დასწრება თავისუფალია); 
· 27 მაისს, 20.00 საათზე - ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსი (დასწრება თავისუფალია);  
· 28 მაისს, 19.00 საათზე - თელავის თეატრი (დასწრება თავისუფალია). 

საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება. შემოდგომაზე, ასევე, დაგეგმილია საკონცერტო ტურნე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში, რომელშიც ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 5-დან 19 ოქტომბრამდე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები