0 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-ის მიერ წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა

თბილისი, 23 მაისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ჯილდოს - „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. საქართველოს ბანკის  მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა. 

„EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა“, - აღნიშნულიასაქართველოს ბანკისინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები