0 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 მაისს თიბისი და რესპუბლიკა გაერთიანდებიან

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან.

 თიბისი ბანკის რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს,  დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი.  ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

 8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.

 თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული თიბისი ბანკის ბარათები ფილიალებიდან, რადგან  5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, ბანკი რესპუბლიკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკის და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.  დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ თიბისი ბანკის ან ბანკ რესპუბლიკის სატელეფონო ცენტრს (  +995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).  

 თიბისი ბანკი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად,პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები