0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

2017 წლის 22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი.

ფორუმის მთავარი თემაა ლიდერობა და შესაბამისად, სპიკერების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სწორედ ლიდერის თვისებები და შესაბამისი გამოცდილება იყო. მოწვეული ექვსი სპიკერი სხვადასხვა სფეროს მოწინავე წარმომადგენელია:

•           პიერლუიჯი კოლინა - FIFA-ს მიერ ექვსჯერ აღიარებული „წლის საუკეთესო მსაჯი“, UEFA-ს მსაჯთა კომიტეტის წევრი

•           მარშალ გოლდსმითი - ამერიკის ლიდერობის #1 ქოუჩი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ტრენერი,  30-ზე მეტი პროფესიული სახელმძღვანელოს ავტორი, ბოლო ათწლეულის მსოფლიო მოაზროვნეთა 50-ეულის წევრი Thinkers50-ის მიხედვით

•           კევინ გასკელი - კომპანიების „Porsche“ და „Lamborghini“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

•           შონ ფიცპატრიკი - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „All Blacks“ ყოფილი კაპიტანი, Front Row Leadership-ის დამფუძნებელი და დირექტორი

•           დანანჯაია ჰეტიარაჩჩი - საჯარო გამოსვლების მსოფლიო ჩემპიონი (2014წ.), HR ექსპერტი და ქოუჩი

•         ჯონ კინგი - New York Times-ის მიერ აღიარებული ბესთსელერის „Tribal Leadership“-ის თანაავტორი,

სამოტივაციო სპიკერი

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს დაესწრება 800-მდე სტუმარი 14 ქვეყნიდან, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, დელეგატები სახელმწიფო სექტორიდან და ჟურნალისტები.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი საინტერესო ბიზნეს-ღონისძიება ტარდება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ დელეგატებს სხვადასხვა სექტორიდან. პაშა ბანკი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს მსგავს პროექტებს. აღნიშნული ფორუმის თემატიკა და მოწვეული სპიკერები ცალსახად საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებენ დელეგატებს. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი სხვა წამყვან ორგანიზაციებთან ერთად ამ ღონისძიების პარტნიორია.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 „ეს არის უნიკალური ფორმატის მქონე ბიზნეს ფორუმი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნესის, სახელმწიფოს და მედიის წარმომადგენლებს. იქედან გამომდინარე, რომ ფორუმის მთავარი თემა იქნება “ლიდერობა”, სპიკერების შერჩევისას სწორედ ამ კრიტერიუმზე შევჩერდით. აღნიშნული ფორუმი შექმნის პლატფორმას, რომელიც დელეგატებს საშუალებას მისცემს საშუალებას, მოისმინონ და გაიზიარონ მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს სპიკერების და წარმატებული ადამიანების გამოცდილება.“ – განმარტავს გუგა კობახიძე, კომპანია „IBF“-ის დამფუძნებელი.

ღონისძიება 2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმში სასტუმრო ეიფორიაში გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების და პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ-გვერდზე: ibf.geHYPERLINK "https://www.ibf.ge/".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები