0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ERTAD.GE ლიტერატურის მოყვარულებს ქალაქ ბათუმში ეპატიჟება

10 ნოემბერს ქალაქ ბათუმში 16:00 სთ-ზე სასტუმრო DIVAN-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ააიპ „კავკასიონის“ მიერ ორგანიზებული პროექტის, „ლიტერატურული ვიდეოტურის“ პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში კომპანია Vivus.ge-ს ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნულ დღეს ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ იხილონ დოკუმენტური ფილმები ცნობილი მწერლების სახლ-მუზეუმებიდან და კიდევ ერთხელ გაეცნონ მათ შესახებ ნაცნობ და უკვე მივიწყებულ თუ აქამდე უცნობ ინფორმაციას.

ამ დროისთვის ორგანიზაცია „კავკასიონის“ ფონდში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაღებული 4 დოკუმენტური ფილმია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, მომავალში დაინტერესებულ პირებს დოკუმენტური ფილმების სერიებს სხვა ავტორების შესახებაც შესთავაზებენ.

პროექტ „ლიტერატურული ვიდეოტურის“ ფარგლებში ამ ეტაპზე გადაღებულია ვიდეორგოლები სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლმუზეუმში (იმერეთი), ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში (სამეგრელო), ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში (ზემო აჭარა), ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში(გურია).

პროექტის მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მკითხველის ზრდის ხელშეწყობა. პროექტის მიზნებია: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ნაკლებადცნობილი ცოცხალი და გარდაცვლილი ავტორებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია;

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე მწერალთა სახლ-მუზეუმების პოპულარიზაცია;არტ-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში  ფინანსდება იდეები სპორტის, გარემოს დაცვის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებიდან.თითოეული პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 2500 ლარია.
ამ დრომდე ERTAD.GE-ს ფარგლებში უკვე 35 პროექტი დაფინანსდა.

www.ertad.ge
[email protected]
FB:@ERTAD.GE

კომენტარები

მსგავსი სიახლეები