0 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბროტმაისტერი - ცხობის ავსტრიელი ოსტატი თბილისშია!

2016 წლის 7 ივნისს, 19:00 საათზე, ახალი ქართული ბრენდი „ბროტმაისტერი“ თბილისში პირველ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიასა და თანამედროვე ავსტრიულ საცხობ - კაფეტერიას ხსნის.

2 ივნისს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უახლესი ევროპული საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო უკვე გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა. 

პირველი მაღაზიის გახსნას მალევე მოყვება სპეციალიზირებული პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბანში, ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა წლის ბოლომდე. ეს იქნება მაღაზიათა ერთადერთი ქსელი, რომელიც იზრუნებს ნამდვილი პურის კულტურის დამკვიდრებაზე.აღსანიშნია, რომ ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ დაფუძნებულია ავსტრიული ცხობის ტექნოლოგიასა და მასალებზე. ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ, ხოლო ბრენდინგის პროექტი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - მა განახორციელა. 

 „ჩვენი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი, ნამდვილი პურია და ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით მუდმივად ვიზრუნებთ, რომ მომხმარებლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი ნამდვილი პური შევქმნათ.“ - აცხადებს საწარმოს გენერალური მენეჯერი დავით შანიძე.პირველ ფილიალში, თაქთაქიშვილის ქ. 7-9-ში, მომხმარებელს პურთან ერთად  ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება. ეს იქნება კაფე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა  საშუალება მისცეს მომხმარებლებს გასინჯონ „ბროტმაისტერის“ პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მათ მომავალში გაუადვილდეთ საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში. მისამართი: ქ. თბილისი, თაქთაქიშვილის 7/919:00 საათი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...