0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიდევ ერთი ინოვაციური არომატი ლიმონათი ,,ზედაზენისგან’’

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს  კიდევ ერთ, ახალი გემოს  არჩევანს  სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის  ახალი არომატი -  სიტრო გამოჩნდა. 

ციტრუსების ცოცხალი ნოტები  საოცრად  ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს  და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. სხვადასხვა სახეობის ციტრუსების ინოვაციური ინტერპრეტაცია ქმნის სიგრილის და სიმსუბუქის საოცარ შეგრძნებას, რაც ზედაზენის ახალი  გემოს ძირითადი გამოწვევაა. 

"გვსურდა ჩვენი მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი შეგვეთავაზებინა. ამიერიდან, ზედაზენის რვა არსებული არომატის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება ახალი გემო - სიტრო დააგემოვნოს.’’ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ზვიად ლორია.

ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი – 0.5 ლ შუშა,  1 ლ პეტი და 2 ლ. პეტი.

 

ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ  დროის  განმავლობაში   კომპანიის მიერ  წარმოებული ლიმონათი  ყველაზე მაღალი სანდოობით   და პოპულარობით სარგებლობს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები