0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Royal Crown Cola- ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება.

დამზადებულია საქართველოში. წარწერა კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ პროდუქტზე გაჩნდა. სასმელი, რომლის ჩამოსხმა ჯორჯიის შტატში 1905 წელს დაიწყო 111 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იწარმოება.

როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება. არსებობს მრავალი მიზეზი, იმისა რომ RC Cola - ს სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს  ხელმძღვანელი პირები  ესწრებოდნენ.

Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და  თავისუფლება.  სწორედ  ეს თვისებები გამოარჩევს  Royal Crown Cola – ს  სხვა  გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია.  სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“ - გნაცხადა - Royal Crown Cola- ს  ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის  ვიცე პრეიზიდენტმა მოში კოჰენმა.

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის ბ-ნი ქრისტიან მურის განმარტებით RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა  ძალიან მნიშვნელოვანი და  სიმბოლური თარიღია „ 111 წლის  შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის  შტატიდან ჯორჯიაში, იგივე  საქარველოში შემოვიდა.   წარმატებას ვუსურვებ  ამ ახალ და  ძალზედ  საინტერესო  წამოწყებას საქარველოში „ - განაცხადა ქრისტიან  მურმა.

შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება   ამერიკის  შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში,  1905  წლიდან  დაიწყო. სწორედ  ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად  ჩამოყალიბება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები