0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ID Finance–ის სასესხო პორტფელი იზრდება ყოველთვიურად საშუალოდ 15%–ით

საქართველო, თბილისი – საერთაშორისო ციფრული საფინანსო კომპანია ID Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ბორის ბატინმა მონაწილეობა მიიღო 2016 წელს პოლონეთში, ვარშავაში გამართულ „Wolves“ სამიტში (WolvesSummit). კომპანია შერჩეულ იქნა 300 დამწყებ ბიზნესებს შორის და ბორისს მიეცა კომპანიის წარდგენის შესაძლებლობა. 

კონფერენციაზე, თავის გამოსვლაში, ბატონმა ბატინმა წარადგინა კომპანია და მისი ძირითადი აქტივები. ID Finance ახორციელებს მომხმარებლების დაკრედიტების ციფრულ ფორმატში გარდაქმნას საქართველოში, ესპანეთში, ყაზახეთში, რუსეთსა და პოლონეთში. მისი კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრი დაარსდა ბელორუსიაში. ბორისმა ხაზი გაუსვა ID Finance–ის კონკურენტულ უპირატესობას, რაც მდგომარეობს ეფექტური ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმაში, რისკების მართვის სფეროში ძირითად ექსპერტიზაში, მაღალ CLV–სა და მასშტაბურობაში. კომპანია იყენებს სქორინგის დაპატენტებულ/საფირმო მოდელს და ახდენს პროდუქტის მაქსიმალურ ლოკალიზებას. თავისი უნიკალური მიდგომის გამო, ID Finance–ის პორტფელი დაარსების დღიდან ყოველთვიურად იზარდება საშუალოდ 15%–ით. მასშტაბური ტექნოლოგიის გამო ის უზრუნველყოფს დანერგვას მხოლოდ 3 თვეში. 

MoneyMan წარმოადგენს ID Finance–ის მთავარ აქტივს. ეს არის დაკრედიტების ონლაინ კომაპნია, რომელიც ეხმარება ადამიანებს, გადაჭრან თავიანთი მოკლევადიანი ფულადი სახსრების საჭიროება, სრულიად ავტომატიზირებული სასესხო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში. ის იყენებს რენტაბელურ მოდელს, რომელიც გამიზნულია ბაზრის ტოპ პოზიციებისათვის და მას უკვე ჰყავს 2,000,000–ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ფლობს ID Finance, წარმოადგენს პირველ ავტომატიზირებულ POS-დაკრედიტების სერვისს AmmoPay. ეს პირველი მობილური გადაწყვეტა ფოკუსირებულია საცალო გაყიდვებზე. ის მყიდველებს აძლევს საშუალებას, ნაწილ–ნაწილ შეისყიდონ ყოველდღიური საქონელი გაყიდვების პუნქტებში, მხოლოდ თავიანთი მობილური მოწყობილობების გამოყენების საშუალებით. 

კომპანიამ კონფერენციაზე განათავსა ბრენდირებული სტენდი, რომელიც პოპულარული იყო ვიზიტორებში. კომპანიის სპეციალისტებმა აჩვენეს, თუ როგორ მუშაობს MoneyMan–ის სერვისი, ასევე, ონლაინ ბიზნეს მოდელის უპირატესობები, უპასუხეს ღონისძიების მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. 

ბორის ბატინმა, ID Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმაგანაცხადა:

Wolves“ სამიტი ეხმარება არა მარტო ფინანსური ტექნოლოგიის საჭირო დონის შენარჩუნებაში, არამედ, პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებაშიც. ჩვენ მოხარულნი ვიყავით, წარგვედგინა კომპანია ასეთ მნიშვნელოვან და სასარგებლო ღონისძიებაზე. ID Finance–ის მთავარი მიზანია, შექმნას კლიენტთა მომსახურების უნიკალური სისტემა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ მსესხებლებისა და ინვესტორების დაკავშირებას, რაც უზრუნველყოფს მაღალ სარგებელს, ფულადი სახსრების მოძრაობის სტაბილურობის წყალობით. მაშინ, როცა Moneyman ხდება საკრედიტო მომსახურების ხარისხის სიმბოლო ევროპაში, ID Finance ხდება სულ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო აქტივი“. 

„Wolves“ სამიტი 2016 წარმოადგენს კავშირების ჩამოყალიბების ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიების მესამე გამოშვებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ის არის შეხვედრის ადგილი ინვესტორებისათვის, კორპორაციებისათვის და პერსპექტიული დამწყები ბიზნესებისათვის. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ ბმულზე Wolves Summit.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...