0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფინკა ბანკსა და შემნახველი ბანკების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (SBFIC) ფინკა ბანკის ახალი პარტნიორია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის მთავარი მიზანი პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების ხელშეწყობა და  მომხარებელთა უფლებების დაცვის განმტკიცებაა.

შემნახველი ბანკების ფონდი ფინკა ბანკის ფინანსურ განათლებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებში, ამ სფეროს ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომხმარებელების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვან ასპექტებში, როგორიცაა ბიუჯეტირება, ბიზნესის მართვა, დაზოგვა, მომხმარებლების უფლებების დაცვა და ა.შ.

სს ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და  Triple Jump.

შემნახველი ბანკების ფონდის მიზანია იმ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივად, რეგიონალურად ან ქვეყნის მასშტაბით, რითაც, თავის მხრივ, სისტემატურად მხარს უჭერენ ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესს. შემნახველი ბანკების ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევის პროცესს; მათ ძირითადი სამიზნე ჯგუფი გახლავთ მცირე და საშუალო ბიზნესი (SME), ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც სამსახურისა და შემოსავლის ძიების პროცესში არიან. ორგანიზაციის დაარსებიდან, 1992 წლიდან შემნახველი ბანკების ფონდმა განახორციელა დაახლოებით 200 პროექტი 80-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები