0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ტკბობის ბაღი“ - აქ ერთადაა მისტიკაც, მითოლოგიაც და თანამედროვეობაც...

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ ახალი პრემიალური,  საკულტო ღვინოების პრეზენტაცია გამართა

„ვარდისუბანი,“ „აკურა,“ „ართანა“ - ეს  ის ახალი პრემიალური  საკულტო ღვინოებია, რომლის პრეზენტაცია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS - მა გამართა. კომპანიამ პრემიალური საკულტო ღვინოების კოლექცია „Colors Of Georgia - საქართველოს ფერები“ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ გრანდიოზულ  ღონისძიებაზე წარადგინა, რომელიც თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხნის ეზოში მოეწყო. ღონისძიებას სახელწოდებით „ტკბობის ბაღი“ უამრავი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომელთაც GWS - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ ლესპიმ უმასპინძლა.

მნიშვნელოვანია, რომ საკულტოს ისეთ ღვინოებს უწოდებენ, რომელიც უკვე ცდება პრემიალურ ხაზს და სიმაღლის საზღვრები აღარ გააჩნია. ზოგადად, ბაროკო პორტუგალიური სიტყვაა და თვითნაბად მარგალიტს ნიშნავს.  სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს კომპანიაში, რომ ჩვენი ღონისძიების მთავარი თემა ბაროკო ყოფილიყო. „ეს ის ღვინოებია,რომლებიც ნამდვილად, განსაკუთრებული დღესასწაულის დროს უნდა მივირთვათ,“ - განაცხადა GWS-ის ელჩმა, ქეთი კენკიშვილმა.

გვანცა აბაშიძე, რადიო „უვნობი“: დაპირება, რომელსაც კომპანია ყოველ წელს ასრულებს. ეს არის ჯადოსნური დღესასწაული, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში გვამოგზაურებს. ულამაზესი გარემო, ღვინო , მუსიკა მხიარულ და ეს ყველაფერი ერთად დადებითად განაწყობს და ყველაფერი გავიწყდება”.

ნატა მახვილაძე, ტვ იმედი: „ეს იყო ძალიან საინტერესო და ორიგინალური გარემო . ყოველთვის გამორჩეულად ველოდები ამ საღამოს, რადგან ის სულ გამორჩეულია, გამორჩეული ადამინებით . სუპერ ორგანიზებული და რაც მთავარია,  სტუმრებზე ორიენრირებული“.

ნათია კოპალიანი, აჭარა ტვ:მომწონს კი არა, მიყვარს ეს ღონისძიება,  იმდენად რომ ვფიქრობ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იყოსგარდა ამისა ორი წლის წინ , როცა პირველად ეს ღონისძება ჩატარდა, გავიცანი ადამიანები, რომელებიც დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ამიტომ ჩემთვის ეს ღონისძება სულ პოზიტივთან და კარგ ადამიანებთან ასოცირდება . ასევე კახეთთან და უსაშველოდ გემრიელ წითელ ღვინოსთანაც“.

ავთო ჩიტიძე, ჟურნალი „სარკე“: „GWS-ის ყოველწლიური წვეულება ეს ისეთი ლამაზი, ორიგინალური და ემოციებით სავსე საღამოა, რომ მას ახალი წლის დღესასწაულივით წლიდან წლამდე მოუენლად ელი. შუაგულ კახეთში, ალაზნის ველზე ჯივიესისტკბობის ბაღიეს იყო ზღაპარი, რომელიც დიდხანს მემახსოვრება. ნეტავ კიდევ რას მოიფიქრებენ შემდეგ წელს?“

დათო ზუკაკიშვილი, ITV ჯგუფი: „ძნელია GWS-ის მიერ ორგანიზებულმა საღამოებმა გულგრილი დაგტოვოს. უკვე მერამდენედ ვარ ამ კომპანიის წვეულებაზე და ისინი ყოველთვის ახერხებენ ჩემს გაოცებას. შესანიშნავი ღვინო, სასწაული გარემო, გემოვნებიანი მუსიკა და ღონისძიების ვიზუალური მხარე ისეთ სასიამოვნო ემოციებს იწვევს, რომ მოწყენის საშუალება არავის ზლევა! ჩემთვის პირადად, ყოველთვის სასიამოვნოა GWS- ივენთებზე დასწრება. GWS- სხვა მუხტს და დრაივს ქმნის ყოველთვის გეპრასთან ერთად“.

თამარ ბაკურაძე, რადიო მაესტრო: GWS-ის ყოველწლიური ღონისძიება არის იმ ერთ ერთი გამორჩეული ღონისძიებათაგანი, რომლისთვისაც ყოველწლიურად საგანგებოდ ვემზადები. ვიცი, ველოდები ძალიან ლამაზ გარემოს და ის ყოველთვის აჭარბებს მოლოდინს.შემიძლია ვთქვა, რომ ასე თამამად და გემრიელად მხოლოდ კახეთში აჩინებულში ვაგემონებ GWS-ის საუცხოო ღვინოებს. ჩემი აზრით სამაგალითო პროქტებია #ბახუსისზეიმი და #ტკბობისბაღი თავისი შინაარსითა და საოცრად დახვეწილი პოეტური ექსტერირით. აქ ერთადაა მისტიკაც, მითოლოგიაც და თანამედროვეობაც. ამ ყველაფრის სინთეზი კი, ქმნის საოცრად ამაღლებულ განწყობას. მინდა ბევრი წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო კომპანია GWS-სს ამ ლამაზი დღეებისთვის.

თეატრალიზირებულ და ფერად გარემოს მუსიკით ალამაზებდნენ კამერიული ანსაბლი, მარიკო ებრალიძე და ლევან მასპინძელაშვილი. კომპანიის ღვინის ახალმა ხაზმა და სასიამოვნო გარემომ მოწვეული სტუმრებისგან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. Colors Of Georgia - საქართველოს ფერები“ - ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ გრანდიოზული  ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

2016 წელს, კომპანიამ ქარხნის 40 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრენდი „ვისმინო“. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტური და პროდუქტის დეგუსტაცია. შარშან კი სტუმრები „ბახუსის ზეიმზე“ იხმო და „თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი“ დააგემოვნებინა. ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა - გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენდა - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21- საუკუნეში.

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70%  ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები