0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმას 1.3-ით აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტო: „აზოტის დიოქსიდი წვის შედეგად გაიფრქვევა. ეს შედეგი ავტოპარკის ტექნიკური გაუმართაობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ლოგიკური შედეგია.“

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის სხვადასხვა უბანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ამოწმებს. ბოლო გამოკვლევით დადგინდა, რომ თამარ მეფის გამზირზე ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა 1,3-ით აჭარბებს დადგენილ ნორმას. სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვი და მშენებლობების შედეგად გამოფქრვეული მტვერია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, აზოტის დიოქსიდი, რომელიც ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია, წვის შედეგად გამოიყოფა.

„ეს შედეგი, ჩვენი ავტოპარკის ტექნიკური გაუმართაობისა და ასაკის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ლოგიკურია. მთავარი პრობლემა არა საწვავის ხარისხი, არამედ ავტომობილის წვის გაუმართავი სისტემაა. რაც უფრო სრულყოფილად და გამართულად ხდება წვა, მით ნაკლებია დამაბინძურებლის გაფრქვევაც,“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები