0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„m2 უძრავი ქონება“: მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

28 ივნისი, 2018 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შესახებ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსთან, გიგა გიგაშვილთან ერთად განაცხადა. m2-მა ამ დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქციაც გამართა, რომელიც ტერიტორიაზე ბუჩქების ჩარგვას მოიცავდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციისა და კომპანია „დიოს“ თანამშრომლებმა. ასევე, საქართველოს საერთაშიროსუ უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

„m2 უძრავი ქონების“ მიერ დაფინანსებული მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის პირველი ეტაპი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე ტერასებისა და ბილიკების მოწყობას, 8 სახეობის 3 000 ხე-მცენარის ჩარგვასა და სარწყავი სისტემის დამონაჟებას მოიცავდა. აღნიშნული სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული  „ეროვნული საშენი მეურნეობა“ აწარმოებდა, წარმატებით დასრულდა. საქარტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის შემდგომი ეტაპი ტეროტორიის მოვლა -პატრონობას მოიცავს, რომელსაც ასევე „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს.

მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვიტგანახლებადი გარემოს შექმნაა. m2-ის აღნიშნულმა პროექტმა წლის მთავარი CSR ჯილდო მოიპოვა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები